среда, 12 апреля 2017 г.

პროექტის ნიმუში

1.პროექტის სახელწოდებასპორტული ფორმა



2.პროექტის მთავარი იდეა: არის თუ არა  საჭირო სკოლაში სპორტული ფორმის ტარება,  რა კავშირი აქვს ტრავმებთან და ჰიგიენასთან



3.პროექტის აქტუალობა: ჩვენს სკოლაში სავალდებულოა სპორტული   ფორმის
 ტარება,ზოგი წინააღმდეგია, ზოგს მოსწონს,ზოგს არ სურს ზედმეტი ტვირთის ტარება, განსაკუთრებით მაღალი კლასის მოსწავლეებს. ამიტომ ყოველთვის არის დისკუსია ამ თემასთან    დაკავშირებით.        



4.პროექტის მიზნები: თავისუფალი აზრის გამოხატვა ამ საკითხზე:  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ  ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა და განსაზღვრა, არის თუ არა სპორტული    ფორმა აუცილებელი; მოსწავლეები თვითონ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რა არის საჭირო და როგორ სჯობს, მიზანი არის  დავანახოთ, საზღვარგარეთ, განვითარებულ ქვეყნებში რამდენად  დიდ ყურადღება ეთმობა სპორტს და სპორტის გაკვეთილზე  ფორმით მოსვლას. ასევე ავუხსნათ მათ, თუ რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე არასპორტული ფეხსაცმლით თამაშს, აგრეთვე ჰიგიენის დაცვას,უნდა შეიგნოს მოსწავლემ და ჩვევად გაიხადოს, შესაფერისად ჩაიცვან ტანისამოსი,როგორც სასკოლო,სამუშაო,საშინო, გასასვლელი და სპორტული ფორმა.


5.მონაწილეთა ასაკი: 15–17 წლის მოსწავლეები


6.ვადები და ხანგრძლივობა: ერთი თვე


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გაუმჯობესდება ფორმიანობა , მოტივაცია ექნება მოსწავლეს ატარონ სპორტული ფორმა.


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვიდეო და ფოტო მასალა, კითხვარი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი, პროეკტორი. 


9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოვიძიებ ვიდეოებს ინტერნეტში, სადაც ნათლად სჩანს სპორტული ფორმის აუცილებლობა,აგრეთვე დავავალებ კლასს, თვითონაც მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე. შეიძლება იყოს ვიდეოების სახით, სურათებით,პლაკატებით და მოიფიქრონ ლოზუნგები სპორტული ფორმის პოპულიზაციისთვის. ამის შემდეგ ვაჩვენებ თითოეულ კლასს.

ამ ჯგუფების მუშაობის შემდეგ გავაკეთებთ ნამუშევრების პრეზენტაციას.


10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  უცხო ენა,  ისტ, ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა ლიტერატურა.


11.პროექტის ხელმძღვანელი:ნუნუ ჭავჭავაძე


12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nunu.chavchavadze1951@gmail.com


13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:   http://nato-kordzaia.blogspot.com